მასწავლებელთა მაძიებლობის საპილოტე პროექტის ფარგლებში 2009 წლის 4 აპრილს თბილისში ჩატარდა ტრენინგი მაძიებლებისათვის. ტრენინგს უძღვებოდნენ კოორდინატორი ეკა მამაცაშვილი და ტრენერები: პაატა პაპავა, პავლე თვალიაშვილი.
ტენინგის მიზანი იყო :
მასწავლებლობის მაძიებლობის საპილოტე პროექტის მონაწილე მაძიებლების უნარებისა და კომპეტენციების გაღრმავება, მაძიებლობის პერიოდის წარმატებით დასრულებისათვის.
მაძიებელი გაიგებს და გააცნობიერებს (ცოდნა):
• მაძიებლისა და მენტორის ფუნქციებსა და მოვალეობებს (რევიზია);
• ეფექტური კომუნიკაციის მახასიათებლებსა და ფორმებს;
• მასწავლებლის პროფესიული ზრდის ეტაპებს;
• მაძიებლის საქმიანობისათვის საჭირო ძირითად დოკუმენტებსა და დამხმარე მასალას;
• პორტფოლიოს არსსა და დიზაინს;
შეძლებს (უნარები):
• დაეხმაროს მენტორმა ზუსტად განსაზღვროს მაძიებლის საჭიროებათა ანალიზი;
• დაამყაროს და წარმართოს ეფექტური ურთიერთობა/კომუნიკაცია მენტორთან და სკოლის წარმომადგენლებთან;
• მონაწილეობა მიიღოს სადემონსტრაციო გაკვეთილის დაგეგმვის, მომზადების, ჩატარების და შეფასების ციკლში
• აწარმოოს მაძიებლის პორტფოლიო;
• შექმნას და გამოიყენოს შეფასების რუბრიკა;
• გამოიყენოს წერილობითი დოკუმენტები.
ცოდნისა და უნარების გარდა მონაწილეს ჩამოუყალიბდება შემდეგი დამოკიდებულებები:
• ინტერესი და პასუხისმგებლობა როგორც პროექტის, ისე საკუთარი როლისა და ფუნქციის მიმართ;
• პოზოტიური დამოკიდებულება მაძიებლობის ინსტიტუტის მიმართ;
• პოზიტიური დამოკიდებულება ანგარიშვალდებულებისა და და დოკუმენტაციის წარმოების მიმართ
ტრენინგის თემები
მაძიებლისა და მაძიებლობის განმარტება
მაძიებლის უფლება-მოვალეობები
მასწავლებლობის მაძიებლობის საპილოტე პროექტის დანიშნულება და მნიშვნელობა
ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა სკოლის დირექციასა და პედ. კოლექტივთან
კომუნიკაცია და თანამშრომლობა სხვა მაძიებლებთან
ეფექტური სამოდელო გაკვეთილი და სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები(თეორიების მიმოხილვა)
გაკვეთილის გეგმა და ტიპები
პორტფოლიოს მნიშვნელობა და მისი წარმოება
• მაძიებლის სამოქმედო გეგემა
• მაძიებლის შეფასება და სერტიფიკატის გაცემა
შეცდომების ანალიზი და ეფექტური უკუკავშირი
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
ტრენინგის შეფასება